ბოლო დღეებში, ჯერ სინოდის სკანდალური სხდომის, შემდეგ გეი-ფილმის ჩვენების, ახლა კი საპარლამენტო სკანდალების ფონზე ხალხის უკმაყოფილება და აპათია ძლიერდება. მრავალ გამოძახილთა შორის, ერთ-ერთი, კონსტანტინე ჩიკვილაძის პოზიციაა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დასაგმობი და გასაყრელია, ინიციატივა ხელში ხალხმა უნდა აიღოს:
“პატივცემულებო, ამ ქვეყანას დაპატრონებული “ბოზიცია”- “ობოზიციის” ერთობლივად გაყრის დრო ხომ არ მოვიდა, რას ფიქრობთ?! არ ეყოფათ რაც 30 წელი “აბოლეს” ერი და ბერი?! ერთმანეთში იყოფენ ქვეყნის გაყიდვით აღებულ ფულს და იგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას, ვითომ რეალურად რაღაცას ედავებიან ერთმანეთს, ქმნიან ილუზიას, სინამდვილეში კი მუდმივ რეჟიმში მიდი-მოდიან ხელისუფლებაში, ანუ, ინარჩუნებენ მას… ამათგან ხეირი, როგორც ვირიდან რძე! გამორიცხულია, რომელიმემ რამე არგოს ქვეყანას, შესაბამისად, რაც ამჟამად ხდება, მორიგი “ქარიშხალია ჭიქა წყალში”, რომელიც კიდევ ერთხელ გააგრძელებს აშშ-ის “ოცნების” და მათი “მთავარი ობოზიციური” ძალის- აშშ-ის ძაღლიშვილების ბატონობას ამ ქვეყანაში!” – წერს ბლოგერი კონსტანტინე ჩიკვილაძე “ფეისბუკში”.