‘კონსერვატორები“ დღეს, 15 ნოემბერს გაასაჯაროებენ გადაწყვეტილებას, დარჩებიან თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში.
როგორც “კონსერვატორების” წევრმა, ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო.
“ეს არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „კონსერვატორები“, ამაზე საზოგადოებისთვის იქნება 15 ნოემბერს ცნობილი,”- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა 9 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ დატოვეს.