ვენესუელა ამერიკულ სანქციებს წარმატებით არღვევს

ვენესუელა ფარულად ახდენს მილიონობით ტონა ნავთობის ექსპორტს, იუწყება  Bloomberg. სააგენტოს მონაცემებით, ეს ფაქტი შეუმჩნეველი რჩება, რადგან ვენესუელელები თიშავენ ნავთობტანკერებზე დაყენებულ ტრანსპონდერებს და ამით თავის ადგილ-მდებარეობას მალავენ.

ვენესუელას ნავთობს, სხვებთან ერთად, იღებს რუსული “როსნეფტიც”, თუმცა რუსული მხარე უარყოფს ამ ბრალდებას.

სააგენტომ ასევე გამოარკვია, რომ ნოემბრის პირველი თერთმეტი დღის მანძილზე ვენესუელამ დატვირთა 10,8 მლნ. ბარელი ნედლი ნავთობი. ეს მაჩვენებელი ოქტომბერთან შედარებით, ორჯერ და მეტად მაღალია. ნედლეულის დაახლოებით ნახევარი ჩაიტვირთა ტრანსპონდერგამორთულ ტანკერებზე, რომლებმაც ტვირთი ჩინეთსა და ინდოეთში ჩაიტანეს.

ვენესუელა იყენებს სხვადასხვა ტანკერებს, მაგალითად, ლიბერიის დროშით მოცურავე “Dragon”-ს.