პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, სადაზვერვო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, მაიკ პომპეოს, ქალაქ ჰიუსტონში ჰკითხეს, რამდენად შეესაბამება ამერიკის მხრიდან გოლანის სიმაღლეების აღიარება ისრაელის ტერიტორიად მაშინ, როდესაც ისრაელს ეს ტერიტორია ყველა საერთაშორისო კანონის და ნორმის დარღვევით აქვს ოკუპირებული.
ამ დროს კი ამერიკა არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად, რომელიც, განსხვავებით გოლანის სიმაღლეებისაგან, რუსეთს საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე შეუერთდა 2014 წლის მარტში.
პომპეოს პასუხი ასეთი იყო:
“ვითარება განსხვავებულია და ჩვენ სავსებით მკაფიოდ ვთქვით ამის შესახებ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება გოლანის სიმაღლეების ისრაელის ნაწილად აღიარების თაობაზე. ჩვენ უბრალოდ ვაღიარეთ რეალობა იმ მიწაზე და იმ ისტორიაში, რომელიც არსებობდა ამ კონკრეტულ ადგილზე”.
პომპეომ დასძინა, რომ მსოფლიოში ბევრი “სადავო ადგილია” და თითოეულ მათგანს “თავისი ფაქტობრივი გარემოებები” აქვს. ამასთან, პომპეომ არ დააზუსტა, თუ რა გარემოებებმა უბიძგა ვაშინგტონს ისრაელის მიერ გოლანის ანექსიის აღიარება და რატომ არის ეს ანექსია უფრო “კანონიერი”, ვიდრე ყირიმის რუსეთთან შეერთება, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, რეფერენდუმის გზით მოხდა.
პასუხი მარტივია: ამერიკა ახორციელებს ორმაგ სტანდარტებს და ისრაელის ლობის ძლიერ გავლენას განიცდის.