ირმა ინაშვილი თავისი პარტიის გეგმებზე: “არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ!”

ირმა ინაშვილი  ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და  რამდენიმე წუთის წინ შემდეგი შინაარსის გზავნილს აქვეყნებს :

“მესმის, რომ გარშემო ბევრი ჩასაფრებულია. გასაგებია, რომ 17 ნოემბრის აქციის წინ ჩვენს შესახებ და ჩვენს ირგვლივ ორგანიზებულად ვრცელდება ათასგვარი დეზინფორმაცია, ამიტომ მორიგჯერ გაცნობებთ:

ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით მარტო, დამოუკიდებლად და მომავალშიც გავაგრძელებთ მარტო და დამოუკიდებლად მოქმედებას. არავითარ პარტიებთან არ ვერთიანდებით, არც ვგეგმავთ გაერთიანებას, არც არანაირ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ, არც პარლამენტის წინ არ ვმდგარვარ, არც ვგეგმავ!!! და არანაირ პარტნიორობას ადგილი არც ახლა აქვს და არც იგეგმება. არავისთან!!! ჩვენ ვიყავით მარტო და ვრჩებით მარტო.

და ახლა “ქართული ოცნების” ნარჩენები და შუშის მელაკუდები შუაზე იხევიან, რომ იქ ვერ დამინახეს, სადაც ოცნებობდნენ, რომ დავენახე. ხან ნაცებს მაკერებენ და ხან- ვის.

იცით, რას გეტყვით?ვისაც აქციაზე მოსვლა უნდა და გვენდობა, მოვა! ძალიან ბევრნი ვიქნებით!!!”- წერს ირმა ინაშვილი.