ოსკაროსანმა ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა ბევრი გააკეთა უკრაინული “მაიდნის” რეალური ისტორიის გამოსავლენად. ამა წლის ივლისში გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Revealing Ukraine, რომელიც სტოუნმა უკრაინული წარმოშობის რეჟისორთან, იგორ ლოპატენკთან ერთად გადაიღო.
ფილმის ჩვენება უკრაინაში პრემიერის დღიდან აიკრძალა, ულტრა-ნაციონალისტების პროტესტისა და ტელევიზია “112 უკრაინა”-ზე ზეწოლის შემდეგ. სატელევიზიო არხის ოფისს 13 ივლისს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. სამართალდამცავებმა ეს ტერაქტი, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, ვერ ან არ გამოიძიეს.
მაინც რა არის ასეთი მიუღებელი ამ ფილმში? რეჟისორები დოკუმენტებზე დაყრდნობით, უამრავი აუდიო- და ვიდეომასალის ანალიზის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას, რომ უკრაინული “მაიდანი” დასავლეთის დაკვეთა იყო – სისხლიანი მოვლენების ჩათვლით. აუცილებლად უნდა დაღუპულიყო მშვიდობიანი ხალხი, რათა ეს სისხლი პრეზიდენტ იანუკოვიჩს დაბრალებოდა და გადატრიალება წარმატებით განხორციელებულიყო, საყოველთაო სახალხო აჯანყების ფონზე.
ფილმში კანადელი პოლიტოლოგი, ოტავას უნივერსიტეტის პროფესორი ივან კაჩანოვსკი ამბობს: “რევოლუციონერებმა მიიღეს დაკვეთა, მსხვერპლის რიცხვი ასამდე ასულიყო, რათა გადატრიალება წარმატებით გამოსულიყო”… ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ უკრაინის ოფიციოზი, რომელიც საკუთარ ხალხს უმალავს სიმართლეს (და ჩვენ, საქართველოში, უკვე ვიცით, რომ “მაიდანზე” სააკაშვილის დამქაში სნაიპერებიც მოქმედებდნენ), ფილმის ჩვენებას ბლოკავს.
“ნიუსფრონტის” რუსულმა სამსახურმა საშუალება მისცა უკრაინელ ხალხს და ყველა კეთილი ნების ადამიანს, ოლივერ სტოუნის ფილმი “იუტუბეს” საშუალებით ენახათ. ასე რომ, “ნიუსფრონტი” ერთგვარ ექსკლუზივს გთავაზობთ – ოლივერ სტოუნის ფილმის სრულ ვერსიას, ასევე ამონარიდებს ფილმიდან, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გააშუქა. “ნიუსფრონტი-საქართველო” სწორედ ნოემბრის ამ დღეებში აშუქებს უკრაინის “მაიდანს”, რადგან ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაფრთხილდეს “ნაციონალების” და მათი ფილიალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თაობაზე!!! ეს არ არის სახუმარო საქმე, რადგან ასეთი შავი ძალების უკან ყოველთვის უფრო ბნელი ძალები დგანან ხოლმე – დასავლური სპეცსამსახურები!!!
ამოირჩიეთ სურვილისამებრ, ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეოები: