“ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობ” – გია ვოლსკი

“ქართული ოცნების” ოფისიდან გამოსულმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„მე არ მგონია, რომ ჩვენ ნაკლებ ახსნას ვაკეთებთ. ივანიშვილს თავისი პოზიციის გაზიარება არასდროს გასჭირვებია. მისი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ იცით. ეს ბევრ რამეში გამოიხატება, მათ შორის, პერიოდულად, დეტალურ და საკმაოდ გულახდილ საუბარში. ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებს გავუფრთხილდეთ, ქაოტურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ცუდ შედეგს მოგვიტანს. სულ მალე იქნება არჩევნები და მოვმზადოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე  თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ხალხში პროტესტი არსებობს, გია ვოლკიმ მიუთითა, რომ „ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობს“.