პარლამენტის ყოფილი წევრი, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ლუკა კურტანიძე გაერთიანებულ ოპოზიციას მიმართავს და მათ „მოღალატეებს, გარეწრებსა და „ქართულ ოცნებას“ ამოფარებულ გველებს“ უწოდებს. როგორც კურტანიძე Facebook-ზე წერს, მას სჯერა „ქართული ოცნების“ ასრულების და ეს დრო მალე დადგება, უბრალოდ, საჭიროა სუფთა წარსულის, სამშობლოს ერთგული ადამიანების გაერთიანება.
„მთელ ერს მინდა მივმართო, ძალიან გულწრფელად: ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთ ის პოლიტნაგავი პოლიტიკანები, რომლებიც ქვეყანაში თანამდებობისა და ძალაუფლების გამო, მზად არიან, ქვა ქვაზე არ დატოვონ, გაურიგდნენ ნაცმკვლელებს, ღირსების ამყრელებს, მოძალადეებს, საკუთრების რეკეტმძარცველებს და ყველაფრის ფასად, ხელისუფლებაში მოვიდნენ, შემდეგ კი გააუპატიურონ და ძარცვონ მთელი საქართველო! აი ამ პარაზიტებისთვის ნამდვილად მენანება სამშობლო! ახლა კარგად მომისმინეთ, რაფინირებულებო, ზეთით დავარცხნილებო და გარეწრებო – ძელზე გაგაკრავთ კი არა, ყველა მოღალატე, ვინც სამშობლოს უმადურობითა და შუღლით ავსებთ, სადაც წაგასწრებთ, იქ გაგსრესთ, თქვენს მიშა სააკაშვილს კი ზედ გადაგარტყამთ! ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მოღალატე პოლიტიკანებო, გუშინ ფორუმელო რესპ-ნაძირლებო და ვითომ „ქართულ ოცნებას“ ამოფარებულო გველებო!
ვეუბნებოდი დალოცვილ ერისკაცს, ესენი პირველნი გიღალატებენ და ძალაუფლებისთვის ყველაფერს იკადრებენ-მეთქი, მაგრამ… აი ფაქტი. კარგი ნასწავლნი (გააჩნია ამ სწავლულობას რაში მიმართავენ), ზეთით დავარცხნილები, სულგამოცლილები და სამშობლოდაკარგულები ყოველთვის ღალატობდნენ ყველაზე დიდი მადლს – ერთგულებას!!! სადაც თვითგანწირვა არ არის ღმერთის, სამშობლოს, ერის წინაშე, იქ საქართველო არ არის! მე მიყვარს საქართველო – ჩემი სამშობლო და მისთვის მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვადიდო ღმერთი და სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლო იმ იდეისთვის, რაც ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა ყოველი თავისი სიკეთით, ყოველდღიური საქმით სამშობლოსთვის! მე მჯერა „ქართული ოცნების“ ასრულების! ეს დრო მალე დადგება, უბრალოდ საჭიროა სუფთა წარსულის, სამშობლოს ერთგული ადამიანების გაერთიანება!“ – წერს ლუკა კურტანიძე.
წყარო: “იმედი“