‘ქართული ოცნების” ოფისთან დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეები ცდილობენ შენობის პიკეტირებას. პოლიციამ პარკინგის მხრიდან გადმოინაცვლა ოფისთან,
შენობასთან უსაფრთხოების ჯაჭვია გარშემორტყმული პოლიციელების მიერ, რადგან იქ რამდენჯერმე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.
პროტესტანტები იქცევიან არაადეკვატურად და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ ოფისში შეღწევას, სადაც უმრავლესობის წევრები იმყოფებიან.
დეპუტატები ნელ-ნელა ტოვებენ ოფისს. იქ იმყოფება ვანო სირაძეც – პოლიციის უფროსი.
თუ ძალადობას იქნება აქციის მონაწილეთა მხრიდან, პოლიცია მიიღებს სათანადო ზომებს – აცხადებს ვანო სირაძე