ლევან ვასაძე ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით ტელემიმართვას ავრცელებს, რომლის სახელწოდებაა “ანტიოპოზიცია“. ის ამბობს, რომ რუსთაველზე დაწყებული საპროტესტო აქციები მხარდაჭერას და თანაგრძნობას არ იმსახურებს, რადგან ოპოზიცია და ივანიშვილი “იდეოლოგიური ძმები“ არიან.
“ძირმაგარას გასკდომა, რომელსაც ამ დღეებში რუსთაველზე ვაკვირდებით უაღრესად მტკივნეულია. დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტ სანაგვე. დაპირისპირების საგანი სალაფავის გაყოფის მექანიზმებია. ერი ამას შორიდან შესცქერის და ორივე მხარე მტრად მიაჩნია. არსებული პოლიტიკური სპექტრი მთლიანად იყრება ამ დღეებში სანაგვეზე და ეს არის შედეგი ლიბერალური იდეოლოგიის შორს მდგომობისა ერის მიზნებისგან. ყველაფერი რისთვისაც ერი დაუპირისპირდა ბიძინას ოცნებას ამ ოპოზიციონერებმა მოუწონეს ბიძინას. ანტიდისკრიმნაციული კანონიც, სასოფლო მიწების უცხოელებზე გაყიდვაც, უკონტრლო იმიგრაციაც, ნარკოპოლიტიკაც, კაზინოებიცა და აზარტული თამაშების პოლიტიკაც, უძვირესი კრედიტების პოლიტიკაც, გარყვნილების პროპაგანდაც, სკოლებში ბავშვების გამხრწნელი სწავლების პოლიტიკაც სძულს ერს და მოსწონთ ეგრეთწოდებ ბიძინას ოპოზიიონერებს. ამ თემებში ისინი მას არათუ არ უპირისპირდებიან, მხარსაც უჭერენ და უპირისპირდებიან იმ თემებში, რომლებიც ხალხს არ აინტერესებს, ანუ მექანიზმებში, თუ როგორ გაიყონ ბიძინასთან ძალაუფლება და ხაზინიდან სალაფავის თვლეფის უფლებები. ამიტომ რუსთაველზე მდგომი ხალხი ბიძინას ოპოზიცია კი არის, მაგრამ არა იმ თემებში რომლებიც ხალხს ედარდება, არამედ იმ თემებში რომლებიც ხალხს სძულს, ამიტომ ეს არ გახლავთ სახალხო პოლიტიკური ოპოზიცია. ეს გახლავთ ანტისახალხო საკუთარი ინტერესებისათვის ბიძინასთან მებრძოლი ანტიოპოზიცია.
სინამდვილეში ესენი ყველანი იდეოლოგიური ძმები არიან ნაშიერნი ლიბერალური ურჩხულისა, რომელსაც ჩვენი ერეი გამზადებული აქვს შესაჭმელად. “ – ამბობს ვასაძე მიმართვაში. მისი აზრით ეს ყველაფერი “ეროვნულმა იდეოლოგიამ„ უნდა შეცვალოს.