რამდენიმე წლის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო ჯგუფი ახდენს 2014 წლის 17 ივლისს დონბასის საჰაერო სივრცეში მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიების იმიტაციას. ამავე დროს, ნიდერლანდებში წარმოდგენილი „არგუმენტები“ მხოლოდ ახალ კითხვებს წარმოშობს, ვიდრე პასუხებს.
საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ თვითმფრინავის ავარიის შესახებ სიმართლის გამჟღავნება ექსპერტების მიზანი სულაც არ არის. ასე რომ, მათ ფაქტობრივად მოახდინეს დონბასში პოლიტიკური მოვლენების შეფასება და გაავრცელეს უკრაინის უშიშროების (СБУ) მიერ ჩაწერილი სატელეფონო საუბრები, რომლებშიც არ არის ნათქვამი სიტყვა მალაიზიურ “ბოინგზე”.
ამავე დროს, არავინ იწუხებს თავს იმის ახსნით, თუ საიდან ფლობს უკრაინის უშიშროების სამსახური ასეთი დიდი რაოდენობა, სავარაუდოდ, ჩაწერილი საუბრების მასალებს, რომლებიც საეჭვოდ აშკარად ახსენებენ «Бук»-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემას და საუბრობენ მეთაურთა ურთიერთობებზეც კი. ამასთან, უკრაინული სპეცსამსახურები ვერ ახერხებენ წარმოადგინონ დონეცკელი და ლუგანსკელი სამხედრო მოსამსახურეების საუბრების აუდიოჩანაწერები, როდესაც ისინი კიევიდან გამოგზავნილ ბოევიკებს ალყაში აქცევდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ექსპერტებმა არ დაკითხეს 2014 წლის აგვისტოში უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავებული პირები, რომლებსაც ისინი სამიზნის მაკორექტირებლებად წარმოაჩენდნენ. ცხადია, რომ ეს დაკითხვა შუქს მოჰფენს მოვლენებს, მაგრამ არა დასავლური ვერსიის სასარგებლოდ. ანალოგიური ვითარებაა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება არ ინტერესდება, თუ სად იმყოფებოდა „Бук“-ის საბედისწერო რაკეტა, სერიული ნომრით 8869032. არსებობს ცნობები, რომ საბჭოთა პერიოდში წარმოებული ეს რაკეტა უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს დარჩა. უფრო მეტიც, უცნობია, ავიაკატასტროფის დროს კერძოდ სად იმყოფებოდა უკრაინული „Бук“-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ბატალიონი.
რეალური მტკიცებულებების ნაცვლად, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის “ექსპერტებმა” წარმოადგინეს მხოლოდ უცნობი წარმოშობის საეჭვო ფოტოები და ვიდეო, რომელთა საშუალებითაც სურთ, დაადასტურონ რუსეთის ბრალი, მაგრამ ამ მასალების განხილვა რეალურ მტკიცებულებებად, უბრალოდ, არასერიოზულია.