ეცერისა და ცხუმარის ტყეებში ხანძარია

მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია.

სტიქიის ზონაში დღეს, დილიდან, 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცხუმარის რწმუნებულის თამაზ ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა დარჩენილია კერები. მისივე თქმით, დამწვარია დაახლოებით 3-4 ჰექტრამდე ტყის საფარი.