“ქ.ოცნების” მოწინააღმდეგეები “ქ.ოცნების” წევრებს ივანიშვილის სასტუმროში უტარებენ ტრენინგებს

“შუახევის საკრებულოს დეპუტატი ”ქართული ოცნებიდან” ფატი ჭაღალიძე ბაია პატარაისთან ერთად სასტუმრო “პარაგრაფში”, გენდერულ საკითხზე გამართულ ტრენინგებს ესწრება…”

– ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი ფოტოსურათით ბლოგერი ირაკლი ჯანყარაშვილი ავრცელებს.

“ბაია პატარაია ატრეინინგებს ქართული ოცნების დეპუტატებს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროში… როგორ მოგწონთ ეს მოცემულობა?” – რიტორიკულად კითხულობს ჯანყარაშვილი. “წარმოდგენაც არ მინდა, ბაია რა საკითხზე დაატრენინგებდა…

ფოტო ეგრეთ წოდებული “ქალთა ოთახიდან”, როგორც ამას სასტუმრო “პარაგრაფში” ეძახიან…” – დასძენს იგი.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რაოდენ არის გამჯდარი ლიბერალური მარაზმი მმართველ პარტიაში და როგორ არის იგი გადახლართული “ნაცების” იდეოლოგებთან, როგორიცაა ქ-ნი ბაია პატარაია.