ირანის ისლამური რესპუბლიკის ათეულობით ქალაქი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი აქვს მღელვარებებსა და არეულობასთან მსგავს სიტუაციებს, თუმცა მთლიანობაში ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას.
შეერთებულმა შტატებმა, როგორც ცნობილია, ირანზე გააძლიერეს ეკონომიკური სანქციებით ზეწოლა და სამხედრო ავანტიურა გადაიფიქრეს, რაც ძირითადად გამოწვეულია ირანის სამხედრო ძლიერების სწრაფი ზრდით. სამხედრო ძლიერების მსოფლიო რეიტინგში ისლამურმა რესპუბლიკამ ბოლო ორი წლის მანძილზე ერთბაშად რამდენიმე პუნქტით გადმოიწია წინ და ამჟამად მე-14 ადგილს იკავებს. შედარებისთვის: ირანი რეიტინგში სამი პუნქტით უსწრებს ისრაელს.
ამიტომაც, ვაშინგტონი უბრუნდება ეკონომიკური სანქციებისა და სპეცსამსახურების ძირგამომთხრელ მეთოდებს. ირანში უკვე არაერთ წაქეზებულ გამოსვლას ჰქონია ადგილი, მაგრამ ყველა მცდელობა, ქვეყანა აერიათ, ჩაიფუშა. ამჟამადაც ასე მოხდება, მაგრამ ირანის ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს: კავშირგაბმულობის სამინისტრომ, ქვეყნის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მითითებით, ინტერნეტი გათიშა. ეს აკრძალვა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გასტანს. ირანელებს კარგად ახსოვთ “არაბული გაზაფხული”, როდესაც ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებს და სხვადასხვა საინფორმაციო საიტებს აქტიურად იყენებდნენ ხალხის ასაჯანყებლად ამა თუ იმ ქვეყანაში.
რაც შეეხება საპროტესტო გამოსვლების მიზეზებს: ესაა, კერძოდ, ბენზინზე ფასების ზრდა. ირანი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებელი ქვეყანაა მსოფლიოში და საკუთარ მოსახლეობას, რომელიც მალე 80 მილიონს გაუტოლდება, რიგ შეღავათებს სთავაზობს. ყოველი ირანელი ავტომობილისტი თვეში 60 ლიტრ ბენზინს შეღავათიანი ფასით იღებს (მოტოციკლისტი, რომლებიც ირანში ბევრია, 25 ლიტრს). ტაქსის მძღოლები შეღავათით 400 ლიტრ ბენზინს ყიდულობენ ერთი თვის მანძილზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფასების ზრდა შეეხო ამ შეღავათიან ბენზინსაც – პროცენტულად მისი ფასი გაორმაგდა: დაახლოებით 8 ათასი რიალიდან გაიზარდა 15 ათას რიალამდე (უდრის 0,09 დოლარს), თუმცა ფულად ექვივალენტში, მსოფლიო დონესთან შედარებით, ფასი მაინც ძალიან დაბალი რჩება.
15 ათასი რიალიდან (უდრის 0,09 დოლარს) 30 ათას რიალამდე (0,20 დოლარი), ე. ი. 11 ცენტით გაიზარდა ბენზინის ფასი თავისუფალ ბაზარზე, სადაც, სხვა მონაცემებით, მაქსიმალური ფასი 29 ცენტს შეადგენს. ამიერიდან საწვავის დამატებითი მოცულობები ირანელ მოქალაქეებს შეუძლიათ შეისყიდონ დაახლოებით 20-29 ცენტად – თუკი ლარში გადმოვიანგარიშებთ, საქართველოს მოქალაქეებს გაგვეღიმება. აქვე დავძენთ, რომ ირანის მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მსყიდველუნარიანობას აშკარად აღემატება – მუშა-მოსამსახურეების მინიმალური ხელფასები ირანში თვის მანძილზე 200 დოლარის ექვივალენტს არ ჩამოუვარდება. თუკი ამას დავუმატებთ ფაქტს, რომ მთელ ახლო აღმოსავლეთში ირანს საუკეთესო, თანამედროვე ავტობანები აქვს, მშპ-ით კი ისლამურ სამყაროში პირველ სამეულშია, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოსთან შედარებით ისინი კარგ ცხოვრებას აპროტესტებენ.
საქართველოში დასავლეთის გავლენით დომინირებს ყალბი წარმოდგენები ირანის შესახებ, რომ ეს არის “ტოტალიტარული” სახელმწიფო და ხალხს ამ სახელმწიფოში სიტყვა არ ეთქმის. ეს ასე არ გახლავთ, ირანში მთელი რიგი ბალანსებისა და საპირწონეების სისტემა მოქმედებს, ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, გამჭვირვალე საარჩევნო სისტემა, ე. ი. რეალური დემოკრატიული მექანიზმები ძალაშია. ქუჩის პროტესტი არ აღიკვეთება ძალისმიერი მეთოდებით, თუკი იგი არ უქმნის საფრთხეს კონსტიტუციურ წესრიგს.
ამჟამინდელი პროტესტები არ სცდება კანონიერ მოთხოვნებს, თუმცა გამოხატვის ფორმა ხშირ შემთხვევაში, არღვევს კანონს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ქაოსს არ დაუშვებენ. შესაბამისად, სავარაუდებელია, რომ ამერიკული მცდელობები, სათავისოდ გამოიყენონ ნებისმიერი სოციალური პრობლემა, რომელიც კი ირანს შიგნით წარმოიშვება, ამჯერადაც დამარცხებისთვის არის განწირული.
“ნიუსფრონტი”