მეორე ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა და პრემიერის მიმართ მუქარაზე გადავიდა

“მაინც ამოგთხრით“- ასე უპასუხა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ (არ აგვერიოს ნინა ანანიაშვილის მეუღლე ვაშაძეში) გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 ნოემბრის     აქციაზე, სადაც დემონსტრანტებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უკანონოდ გადაიქცა მას შემდეგ, რაც “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, ადამიანებს ბლოკირებისკენ მოუწოდეს​.”

გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  აქციის მსგავსი ფორმა მომავალშიც აუცილებლად აღიკვეთება.