რომან გოცირიძე ინტელიგენტია, მათ შორის არ არის, ვისი აზროვნებაც ბოქლომების იქით ვერ მიდის – როგორც ჩანს, თანაპარტიელებმა სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა.
თალაკვაძე აღნიშნავს, რომ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს.
„როგორც ჩანს, თავისმა თანაპარტიელებმა მას სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს. მომავალ კვირას არის პლენარული სხდომა და ის ჩატარდება ჩვეულებრივ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა.