გარდა იმისა, რომ IRI-მ უეცრად “გამოკითხულთა 78 პროცენტი” აღმოაჩინა, რომლებიც არჩევნების “პროპორციულ სისტემას” უჭერენ მხარს, ამერიკელების პროპაგანდისტულმა ფსევდოინსტიტუტმა კიდევ რამდენიმე “გამოკითხვის” შედეგები გამოაქვეყნა.
გარდა იმისა, რომ “აირაიმ” ოპოზიციურ პარტიებს რეიტინგი “ქ.ოცნების” საარჩევნო ნომრად – 41%-ად დაუჯამა, ხოლო “ქ.ოცნება” სადღაც 23%-ზე “დასვა”, ამერიკულმა ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ინსტიტუციათა რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა და მოსახლეობის ნდობის 85%-ით პირობითად ქართულ ჯარს 1 პროცენტით ჩამორჩა.
ამ ცნობამ დიდი სიხარული გამოიწვია ქართველ ლიბერალებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე მძიმე დღე ჰქონდათ.