ტექნიკური ხარვეზის გამო. მეტრო დროებით გაჩერებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები გაჩერებულია. კონკრეტულად კი,მოძრაობა დროებით შეფერხებულია ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე.

მათივე ცნობით, მატარებლები ამ დროისთვის მოძრაობენ ზონალურად – მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გვირაბში არცერთი მატარებელი არ გაჩერებულა. ამჟამად ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი ხარვეზის დასადგენად და აღმოსაფხვრელად.