ბელარუსის პარლამენტში ოპოზიცია არ არის, მაგრამ ბელარუსები ბევრზე უკეთ ცხოვრობენ

პრაიმტაიმის” მიხედვით: ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მე-7 მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ.

არჩევნებზე აქტივობამ 77,22% შეადგინა.

ქვეყნის მასშტაბით 5785 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, კიდევ 46 უბანზე ხმის მიცემა კი უცხოეთში მყოფ ბელარუსის მოქალაქეებს შეეძლოთ.

თავისი არჩევანი ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომაც დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 2020 და 2025 წლებშიც იყრის.

“ნიუსფრონტი”: მიუხედავად ოპოზიციის სისუსტისა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკის ქვაკუთხედის – სოციალისტური განვითარება + რუსეთთან სტრატეგიული კავშირი უზრუნველყოფს წიაღისეულით ღარიბი ბელარუსის მოსახლეობის ცხოვრების შედარებით მაღალ დონეს. ცხოვრება ბელარუსში გაცილებით იაფია და მოხერხებული, ვიდრე ისეთ ფსევდოდემოკრატიულ ქვეყნებში, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო. ბელარუსში სსრკ-ის დაშლის შემდეგ თითქმის არც ერთი ფაბრიკა-ქარხანა არ დახურულა, მოსახლეობის თითქმის ასი პროცენტი დასაქმებულია და რეგულარული შემოსავალი აქვს – საარსებო მინიმუმს ზევით. ლუკაშენკოს უდიდესი მიღწევათაგანია ის, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც თავისი პროფილის უმაღლეს სასწავლებელს ან სპეციალურ სასწავლებელს დაამთავრებს, სამუშაოს თავისი სპეციალობით შოულობს, სამუშაო ადგილი გარანტირებულია!