თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს. სხდომები სასამართლოში 13:00 საათიდან დაიწყება.
კერძოდ, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო 13:00 საათზე იმსჯელებს.
6 პირის – ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 13:30 საათზე ჩატარდება. ხოლო ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხისა და გოჩა მჟავანაძის სასამართლო პროცესი 14:30 საათზე გაიმართება.
ასევე, დღესვე გაიმართება სხვა დაკავებულების პროცესიც.
სასამართლო დღესვე ასევე იმსჯელებს “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც. მისი პროცესი 17:50 საათზე დაიწყება.
19 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი, ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლა.