გარკვეული პერიოდის წინ მიხეილ სააკოვ-სააკაშვილის მიერ “რუს-ებრაელ აფერისტად” წოდებული შოთა შალელაშვილი, რომელიც უწინ “ქ.ოცნების” წევრი იყო, შემდეგ კი პარლამენტის მანდატიც დადო, ქართული დემოკრატიის ბედზე სწუხს.
“თვალს ვადევნებ საკონსტიტუციო ცვლილების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და არ მესმის, ახლა მაინც რა შუაშია ოპოზიცია, როცა აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს მიზანმიმართული და ორკესტრირებული შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ. 20 ივნისის ტრაგიკული ღამის შემდეგ ბატონმა ივანიშვილმა თავად განაცხადა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და სრულიად გაუგებარია, დღეს რასთან გვაქვს საქმე.
თუკი მისი ეს დაპირებაც ჩააგდო მისივე გუნდმა, ის არ უნდა წავიდეს გაუგებარ კომპრომისზე, არ ითმინოს ეს შეურაცხყოფა და ამისთვის მან უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასიც. ის უნდა გაემიჯნოს ამ დესტრუქციულ ე.წ. გუნდს, დატოვოს ისინი კრიზისთან მარტო და უნდა დაიწყოს ახალი, პროგრესული პოლიტიკური ძალის ფორმირების პროცესი” – აღნიშნა ყოფილმა დეპუტატმა, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ “ანტისემიტიზმის” გამო ჩივილს აპირებდა, მაგრამ შემდეგ რატომღაც მიჩუმდა.