ცხინვალის ხელისუფლებას ჟენევის თანათავმჯდომარეებმა ექიმის დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარის თქმით, ისინი აქტიურ ეფექტურ მოლაპარაკებებს განაგრძობენ საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

“ჩვენ ინტენსიური დისკუსიები გვქონდა. ვისაუბრეთ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ჩორჩანა-წნელისთან არსებულ მდგომარეობაზე. ასევე, განვიხილეთ ექიმ გაფრინდაშვილის სიტუაცია და ცხინვალს მისი დროულად გათავისუფლებისკენ მოვუწოდეთ. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ეფექტურ მოლაპარაკებებს პრობლემების მოგვარების მიზნით და ვიმედოვნებთ ყველა მხარე ასეთივე განწყობით მუშაობს,” – განაცხადა ტოივო კლაარმა.