ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველა ხელისუფლება ერთ და იმავე შეცდომებს უშვებს. პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი ევროპარლამენტში მიმდინარე სემინარზე იმყოფებოდა, რომელიც მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში ეკლესიის როლს ეხებოდა.
„ქართველებს გვგონია, რომ ყველა ძლიერები ვართ. ჯერ არ მომხდარა, მაგრამ თუ გაგრძელდა, განმეორდება ისტორიის მაგალითები. თვითონაც ევროპაშიც ფიქრობენ, რომ მაგ გზით შორს ვერ წავალთ, გაკეთებულიც აღარ ჩანს ხოლმე და შეხედეთ, როგორ მთავრდება. გამსახურდია გააძევეს, კანონიერი პრეზიდენტი იყო, ჩამოვიდა – მოკლეს. მის გარემოცვას რა მოუვიდა. შევარდნაძე კრწანისში იყო და გაუშვეს სამსახურიდან, მაგის გარემოცვიდანაც ბევრი გაიქცა, მერე სააკაშვილის დროსაც გაიქცნენ, ზოგი ციხეშია. ისევ იგივე მოხდება და წრეზე უნდა ვიტრიალოთ“, – ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
ეპისკოპოსი ფიქრობს, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ემსგავსება და საბოლოო ჯამში „ყველანი ბოლშევიკები არიან“.
„ბრიუსელში საღად აზროვნებენ. ჩვენთან საბოლოოდ ყველა ხელისუფლება ბოლშევიკი ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ქართველს ხალხს როგორც უნდა ისე იქნება ყველაფერი“, – ამბობს მეუფე იაკობი, რომელიც “ბოლშევიკებზე” ბანალური ლაპარაკის ფონზე თავს, ალბათ, “მენშევიკად” მოიაზრებს.