სპორტის სასახლესთან დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას გადაუდებელი ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა.
ახალგაზრდა მამაკაცს სახის არეში მრავლობით დაზიანებები აღენიშნება. ის გუშინ თბილისის ცენტრში ცივი იარაღით დაჭრეს.
წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო.
საქმის გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას მუხლით დაიწყო. პოლიცია ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.