მთავრობის კანცელარიასთან სამართალდამცველთა მობილიზება ხდება

მთავრობის კანცელარიასთან სამართალდამცველთა მობილიზება იწყება. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები ყოველ წუთს მატულობს.  მიტანილია რკინის ჯებირები.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველთა მობილიზება, დღეს, სამოქალაქო აქტივისტების 11:00 საათზე დაგეგმილ აქციას უკავშირდება. მოძრაობა “სირცხვილია” და “შეცვალეს” წარმომადგენლები, კანცელარიას ბოქლომს დაადებენ.

დღესვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ჯგუფები საპროტესტო აქციას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სახლთან 14:00 საათზე გამართავენ.

პროტესტის პარალელურად, 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. საპროტესტო აქციის ფონზე, მოსამართლემ გადაწყვეტილება 25 აქტივისტთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.