ნათელაშვილი ივანიშვილს ვაშინგტონის რომელიღაც უწყების შენობის დერეფნიდან ემუქრება

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი შთამბეჭდავად მიმართავს ბიძინა ივანიშვილს “მობილურზე” ჩაწერილი ვიდეოს საშუალებით – შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, აშშ-ის დედაქალაქიდან, რომელიღაც შენობის, სავარაუდოდ, სახელმწიფო ორგანიზაციის, დერეფანში მდგომი. როგორც ჩანს, ბ-ნი ნათელაშვილი ფიქრობს, რომ მას უფრო მძლავრი ლობისტები ჰყავს ამერიკაში, ვიდრე მილიარდერ ივანიშვილს.

“მიდი, შალვა!” , “შენი იმედი გვაქვს!” , “იმედი ჩამესახა, ბატონო შალვა!” , “გენაცვალე, შალვა!” – ასე ამხნევებენ ნათელაშვილს თავისი მომხრეები ვიდეორგოლის ქვეშ განთავსებულ კომენტარებში.