“ნაცმოძრაობა” და მასთან დაკავშირებული ახალგაზრდა აქტივისტები მუქარას არ ეშვებიან

“ნაციონალური მოძრაობის”წარმომადგენლები და  მათთან დაკავშირებული ახალგაზრდა აქტივისტები დღეს, 21 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია 11:00 საათზეა დაანონსებული.

ამასთან, მთავრობის სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

ოპოზიციის წევრები და სამოქალქო აქტივისტები აქცის გამართვას მთავრობის ადმინისტრაციის სამანქანო შესასვლელთან აპირებენ და შენობის  პიკეტირებასაც აანონსებენ.