“ნიუსფრონტის” ექსკლუზიური ინფორმაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობაზე

რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია მოსკოვიდან, ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან:

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის “კაგებეს” ერთ-ერთ ოთახში იმყოფება და არა იზოლატორსა და ციხეში. მას კარგად, კავკასიური წესით, ექცევიან. ექიმს არ აკლია საკვები და ყველანაირი ყოფითი პირობა აქვს შექმნილი. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ საფუძველი, ინერვიულონ მისი ფიზიკური და მორალური მდგომარეობის გამო.

“ხომ იცით, ჩვენთან როგორ არის, სუფრაც გავუშალეთ და პატივისცემით ვეპყრობით” – აღნიშნა ცხინვალის წარმომადგენელმა “ნიუსფრონტის” მოსკოვის წარმომადგენელთან პირად საუბარში.