სირიაში ნაომარი ტერორისტები საქართველოში ბრუნდებიან

ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსის ტიმ მეკოს “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებული სტატია სათაურით – “სად წავიდნენ ბოევიკები სირიასა და ერაყში ტერორიზმის დამარცხების შემდეგ?” შეიცავს საქართველოსთვის საყურადღებო ინფორმაციებს, ვინაიდან თურქეთის ტერიტორიიდან ხდება ბოევიკების დაბრუნება საქართველოში.

ტიმ მეკოს მონაცემებით, საქართველოში დაბრუნებული ყველა ტერორისტი ნაომარია “ისლამური სახელმწიფოს”, “ჯებჰატ ალ-ნუსრას”, “აჰრარაშ-შამის” და “ალ ქაიდას” რიგებში. უნდა აღინიშნოს, რომ სტატიის ავტორი ეყრდნობა «Soufan Center», «Global Strategy» და «The George Washington University Program on Extremism»-ის გამოკვლევებს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამეცნიერო-ანალიტიკური ორგანიზაცია სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით, ისინი ფლობენ სანდო ინფორმაციას, აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურები მათ ანალიტიკას ენდობიან.

რა თქმა უნდა, ტერორისტების საქართველოში დაბრუნება მთელი რეგიონისთვის შეიცავს გასაგებ რისკებს. ჩვენს ქვეყანაში შემოდიან და შემოვლენ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე მებრძოლი-ტერორისტები, არამედ ჩრდილოკავკასიელებიც, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო მიზნით იყენებენ.

თუკი არ მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის სპეცსამსახურების ხაზით ურთიერთკოორდინაცია, ეს მიგრაცია დიდ საფრთხეს ქმნის ორ ქვეყანას შორის ვითარების უკიდურესი გამწვავებისათვის.

შოთა აფხაიძე,

მოსკოვი

შოთა აფხაიძის სტატია მთლიანად იხილეთ “ტვ ზვეზდას” ვებ-გვერდზე.