თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებულთა საქმეების ნაწილზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა.
ზუკა ბერძენიშვილის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს; ბექა ბასილაიას – 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; ელგუჯა ბაგრატიონს – 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; გურამ მჭედლიშვილს და გიორგი ბუნტურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; ელგუჯა ბაგრატიონი 1000 ლარით დააჯარიმეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობაში შეკრებილი მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა.