რატომღაც ისე ემთხვევა, რომ თითქმის ყველა ის მღვდელმთავარი, რომელიც რუსოფობიას ავლენს, სიმდიდრეში ცურავს და/ან წარსულში ცუდ საქმეებზეა ნასამართლევი. საზოგადოებამ უკეთ უნდა გაიცნოს თავისი “გმირები”.
ამავე დროს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობის პრინციპია მონანიება + პატიება. ანუ ჯერ მონანიება წარსულ ცოდვებზე, რომელსაც შემდეგ მოჰყვება შენდობა, პატიება. ამ პრინციპს ვითვალისწინებთ და არავის განვიკითხავთ – უცოდველი არავინაა ღვთის წინაშე. ასევე ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ვინმეს წარსულში ქექვა, მით უმეტეს, ეკლესიის მესვეურებისა. მაგრამ, როდესაც ესა თუ ის მაღალი სამღვდელო პირი ერებს და ქვეყნებს შორის შუღლს თესს, მან საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს, რადგან, ჩნდება ეჭვი, რომ მისი წარსულის მონანიება თვალთმაქცობა იყო; ასეთს შენდობაც არ ეკუთვნის!
მაშ ასე, “მეუფე” პეტრეს (უმდიდრესი მაქინატორი), მეუფე იაკობს (წარსულში ბანდიტი, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრი), რომლებსაც საზოგადოება უკვე “კარგად” იცნობს, უნდა მოვაყოლოთ მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი (ხობისა და ფოთის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი). ესაა ასევე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ეკლესიის შიგნით, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში დაწინაურდა და დიდი გავლენა მოიპოვა ეკლესიაში.
გრიგოლ (გურამ) ბერბიჭაშვილი წარმოშობით არამართლმადიდებელი რუსულენოვანი ოჯახიდანაა, რომელიც თბილისში, სპორტის სასახლის უკან მდებარე “ბარაკებში” ცხოვრობდა. 1980-იანი წლების დასაწყისში იგი გასამართლებულ იქნა არაერთგზის ქურდობისათვის და სასჯელს იხდიდა წულუკიძის (ამჟამად ხონი) N1-ლ კოლონიაში. აქ იგი პატიმრებში ცნობილი იყო, როგორც ე. წ. “ვიზივალშიკი” (“вызывальщик”) ანუ კოლონიის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა.
ნიშანდობლივია, რომ გურამ ბერბიჭაშვილმა საეკლესიო სახელად თავისთვის გრიგოლი შეარჩია, ილია ჭავჭავაძის მკვლელის, გიგლა ბერბიჭაშვილის ანალოგიით, რომლის ნამდვილი სახელი სწორედ გრიგოლი იყო.
დღესდღეობით “რესპექტაბელური” მეუფე “ვაშინგტონებში” და “ბრიუსელებში” დაბრძანდება და “რუსეთის საფრთხეებზე” ლაპარაკობს, ამავე დროს, იგი ირიბად ესხმის თავს პატრიარქს (პეტრე-პაატა ცაავას არდაგმობით) და თანამშრომლობს უცხოელ ეკუმენისტებთან. ეს უპრინციპო ეპისკოპოსი დიდ საფრთხეს და მომავალ “პეტრე ცაავას” წარმოადგენს ეკლესიის წიაღში, ამიტომ მისდამი მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
ჩვენ ვწერთ მხოლოდ იმას, რაც სანდო წყაროებით გვაქვს გადამოწმებული, უშუალო თვითმხილველების და თანამედროვეებისაგან. ჩვენ ბერბიჭაშვილისთვის “რუსული პროპაგანდა” ვართ. თუ რაიმეში ვცრუობთ, დაე გვამხილონ! მაგრამ ჩვენი იარაღი მხოლოდ სიმართლეა!
“ნიუსფრონტი”
/სურათზე ქვევით: გრიგოლ ბერბიჭაშვილი ნატოს წარმომადგენლებს ხვდება/