ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე, სადაც ერთდროულად რამდენიმე პერფორმანსი მოეწყო.
ოპოზიციამ თვითმმართველი ორგანოს ტრიბუნა დააბოქლომა. პარალელურად, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს სკამზე, პროტესტის ნიშნად ცოცხი დაუდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტეტები შეეცადნენ, საკრებულოს გარეთ გამოეფინათ პლაკატი “თავისუფლება ირაკლი ნადირაძეს.”ამის საშუალება კი მათ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს, რასაც მწვავე დაპირისიპირება მოჰყვა.
სიტყვიერ დაპირისპირებაში “ქართული ოცნების” წევრებიც ჩაერთვნენ. ვითარება დაიძაბა და მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.