„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
კუპრავა ციხიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა.
როგორც ცნობილია, ის სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე იყო დაკავებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუპრავას თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობდა.