დღეს, 23 ნოემბერს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა გიორგის ბორბალზე წამების და სასწაულებრივად გადარჩენის დღეს აღნიშნავს.
საქართველოს ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. 303 წლის 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისს) წმინდა გიორგის რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. ის ამ დროს 30 წლის იყო. სამხედრო პირი, წმ. გიორგი წარმართ იმპერატორ დიოკლეტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 6 (ძვ. სტ. 23 აპრილი) მაისი წმიდანის აღსრულების დღეა. 23 ნოემბერს (ძვ. სტ. 10 ნოემბერი) მისი ბორბალზე წამების დღის აღნიშვნა კი ქართულია.
წმ. გიორგი მიჩნეულია საქართველოს, ასევე ქალაქ მოსკოვის მფარველად. წმინდანი გამოსახულია მოსკოვის ღერბზე (იხ. სურათი ქვევით).
სრულიად საქართველოს გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
“ნიუსფრონტი”