წარსულში ჯ. სოროსის ფონდის წამყვანი თანამშრომლის, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ნაციონალებთან” და მათ სატელიტებთან ე. წ. კოჰაბიტაცია დასრულდება.
„პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს, მაქსიმალური დესტრუქციითა და ისტერიული აქტივობით მოხვდეს ყურადღების ცენტრში და როგორმე საზოგადოებას თავისი თავი მიყიდონ, თითქოს ვინმე მათ პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება. ეს არ არის მართალი. კოაბიტაციის დასრულება ნიშნავს, რომ უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას, სადაც საზოგადოებასა და მოქალაქეებს სრული შესაძლებლობა ექნებათ, თავისი პოზიცია დააფიქსირონ, რომელი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მომავალში პარლამენტში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძემ.
ამ განცხადებიდან გაუგებარია, “კოჰაბიტაცია” უკვე დასრულებულია თუ 2020 წელს, არჩევნების შემდეგ უნდა დასრულდეს.