‘უნიტაზების თემით’ გამოლაყებული ქართველი და უკრაინელი ლიბერალ-ნაციონალისტები

როგორც ცნობილია, რუსეთმა უკრაინას ამას წინათ უკან დაუბრუნა 2018 წლის ნოემბერში, ქერჩის სრუტეში დაკავებული სამხედრო კატარღები “Никополь”, “Бердянск” და საბუქსირო ხომალდი “Яны Капу”.

იმჟამად უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო, საკუთარი რეიტინგის ამაღლებას მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთთან მორიგი პროვოკაციის მოწყობის გზით ცდილობდა და აღნიშნული ხომალდები ქერჩის სრუტეში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გააგზავნა. რუსებმა ისინი თავიანთი ეკიპაჟებიანად, დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს, რის ამსახველ ვიდეოეპიზოდებს ამ ბმულზე გთავაზობთ კიდეც.

ინციდენტიდან ერთი წლის თავზე რუსეთმა უკრაინას ეს ხომალდები დაუბრუნა, ოღონდ მათზე უწინ განთავსებული 30 ც. საარტილერიო  დანადგარისა და მათი ჭურვების გარეშე. რუსებმა ასევე არ დააბრუნეს მსუბუქი იარაღი – კალაშნიკოვის ავტომატები და მაკაროვის პისტოლეტები. ყოველივე ეს რუსეთში დარჩა “ნივთმტკიცებებად”. ცხადია, რომ რუსებმა ამ გზით უკრაინელებს აგრძნობინეს, რომ ისინი მართლები არ იყვნენ, თორემ ამ იარაღსაც დაუბრუნებდნენ.

როგორც ჩანს, ამის საპირისპიროდ, უკრაინულმა ლიბერალ-ნაციონალისტურმა სააგენტოებმა ინტერნეტი ააჭრელეს ყალბი ინფორმაციით, თითქოს რუსებმა მათი გემებიდან უნიტაზები მოხსნეს და დაიტოვეს.

მკითხველებს ალბათ ახსოვთ, რომ ანალოგიური “უტკა” ანუ დეზინფორმაცია სააკაშვილის სამარცხვინო რეჟიმმა, 2008 წლის სამარცხვინოდ დაწყებული და ასევე სამარცხვინოდ 5 დღეში წაგებული ომის შემდეგ გაავრცელა, თითქოს რუსულმა ჯარმა ქართული ყაზარმებიდან უნიტაზები წაიღო. ამ დროს, რუსმა ჯარისკაცებმა სააკაშვილის “გმირების” მიერ მიტოვებულ მოსახლეობას სოფლებში “ტუშონკები”, პური და სხვა საკვები პროდუქტები დაურიგეს, რასაც კონფლიქტის ზონის ქართული მოსახლეობა დღესაც ადასტურებს.

ბუნებრივია, უკრაინელი ლიბერალ-ნაციონალისტები ქართველ ლიბერალ-რუსოფობებს დაესესხნენ “უნიტაზების თემით”, სამწუხაროდ, ქართველებმა ისინი გამოალაყეს ამ უნიტაზებით. ამის გამო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, პეტრე ტოლსტოიმ, უკრაინელ კოლეგებს ასე დასცინა:

“თუკი ჩვენს უკრაინელ კოლეგებს სჭირდებათ რაიმე გზავნილი უნიტაზებიდან, შესაძლოა, ჩვენ ეს შევძლოთ”.