ვინ უფრო პროდასავლურია: უღირსი მეუფეების “ჯახი”

როგორც “იმედის კვირა” აანონსებს ბრიუსელში “გაჯეჯილებული” მეუფე იაკობისაგან, 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე იგი ყოფილა ის, ვინც მეუფე პეტრეს შეუცვალა ქუდის მდგომარეობა, ჯვარი წაართვა და ფიზიკურად შეეხო.

იაკობი ამბობს, რომ პეტრე ცაავა პატრიარქისკენ “იწევდა” და როცა ადამიანი სულიერებას კარგავს, მაშინ ფიზიკური ძალის გამოყენება დასაშვებია.

ასეა თუ ისე, ორივე ეპისკოპოსი – იაკობიცა და პეტრეც დასავლეთის მიერ დაკრულ დუდუკზე ცეკვავენ – გამოირჩევიან სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ეროვნული ფობიების ნაირსახეობით – რუსოფობიით და კანონიკური პოზიციების საწინააღმდეგოდ, უკრაინის არარსებული “ავტოკეფალური ეკლესიის” მომხრეები არიან.

ასეთი მოკავშირეები ნახა დასავლეთმა საქართველოში, მათ შორის, სამწუხაროდ, ეკლესიაშიც.

განსხვავება მაინც არის – ალბათ, უფრო ყოფილი ბანდიტი იაკობის სასარგებლოდ, რომელიც “მიშიზმში” არ არის შემჩნეული, განსხვავებით ახალაიების მოყვარული, ცნობილი მილიონერი პეტრესაგან.