„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ტრანსფარანტებითა და საყვირებით მოვიდნენ. „ბიძინა, ჩვენ ისევ მოვედით“ – ამ შეძახილებით აქტივისტები მმართველ პარტიას დანაპირების შესრულებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ჩათვლიან მიზანს მიღწეულად.
„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, აქტივისტებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი გააკეთეს და უმრავლესობის წარმომადგენლებს ელოდებიან.
„როგორც შევპირდით მოსახლეობას, ყველა ნაბიჯს, რომელსაც „ქართული ოცნება“ გადადგამს, ჩვენ გავაკონტროლებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მორიგ „ტრიუკს“ არ შევჭამთ. „ოცნებას“ დარჩა რამდენიმე დღე სავარაუდოდ და მივმართავ მოსახლეობას გამოდით და ერთად გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ- ერთმა წევრმა.
„ქართული ოცნების“ ოფისთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.