ხანძარი ადიგენში.გარდაცვლილია 54 წლის მამაკაცი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით 54 წლის მამაკაცი ხანძრის გაჩენის დროს, სახლში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეძინა, ცეცხლი კი მალევე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

შსს-ი აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.