პარლამენტის ეზოში დილიდან სამართალდამცველების მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის ავტომობილები დგას. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, 112-ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები.
როგორც ცნობილია, ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაც. ოპოზიციის განცხადებით, ისინი უმრავლესობას 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.