მსხვერპლით დასრულდა პოლიციასთან შეტაკებები ერაყში. დაიღუპა 3 და დაშავდა 90 ადამიანი
ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის ყველაზე დიდ პორტში შესვლა სცადეს. მათ წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლი გახსნა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლები მეორე თვეა გრძელდება.