ქართველი მოჭიდავეები მომზადებას ჩრდილოეთ ოსეთში გადიან

წინასაოლიმპიადო მომზადების ერთ-ერთ ეტაპს ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში გადიან, სადაც ისინი ნოემბრის შუა რიცხვებში ჩავიდნენ.

ჩვენი სპორტსმენები ოსეთის მიწაზე როგორც ძვირფასი სტუმრები, ისე მიიღეს. ასლან ხადარცევის სახელობის აკადემიის ბაზაზე ისინი საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც დეკემბერში ჩატარდება – იუწყება სააგენტო “ოსნოვა“.

ქართული მასმედია ამ ფაქტს მაინცდამაინც ენთუზიაზმით არ აღნიშნავს, რუსეთზე მარტო ცუდი ნიუსებია “ნაკურთხი”.