რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, 23 ნოემბერს, მან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა კურილის კუნძულებთან დაკავშირებით:
“იაპონიამ ჯერ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა სცნოს მთელ ჩვენს ტერიტორიასთან მიმართებით, მათ შორის კი, ამ კუნძულებზე. ამით იაპონია აღიარებს მეორე მსოფლიო ომის შედეგებს, შემდეგ კი, შესაძლოა, განვიხილოთ ყველაფერი დანარჩენი” – ხაზგასმით აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
რუსეთის ამგვარი ხისტი პოზიცია, სხვა ფაქტორებთან ერთად, განპირობებულია იაპონიის ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის ფაქტით, რასაც რუსეთი თავისთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილავს.