სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს კანონდარღვევას – მდინარაძე პიკეტირებაზე

“მათ უნდა გაიაზრონ რეალობა და ისიც, რომ თუ კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს კანონდარღვევას,”- ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის შესაძლო პიკეტირების თაობაზე.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ დემონსტრანტების ქმედება კანონის ფარგლებში იქნება, მათ გამოხატვის თავისუფლებას ყველა მხრივ დაიცავენ.

“მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა გაიაზრონ რეალობა და უნდა გაიაზრონ ისიც, რომ თუ კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს ამ კანონდარღვევას. რაც შეეხება იმას, რომ მათ აქვთ თუ არა უფლება გამოხატონ პროტესტი, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ და დღეს საქართველოში ისე, როგორც არასდროს, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია, მათ შორის, მათ აქვთ პროტესტის უფლება და თუ კანონის ფარგლებს არ გასცდება ეს უფლება და მისი რეალიზება, რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან ყველა მხრივ დაცულები,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.