ტრამპი ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

კვირას, 24 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის “ტვიტერის” ბლოგში დაწერა, რომ ამერიკელების 3/4 მისი იმპიჩმენტის წინააღმდეგია.

“გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხალხი აშკარად პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგია, განსაკუთრებით მერყევ შტატებში. 75% წინააღმდეგ გამოდის, მომხრე მხოლოდ 25%-ია” – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა: “გმადლობთ!”

ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებული ახალი გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი ცდილობდა, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი თავისი შიდაპოლიტიკური მეტოქის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოეყენებინა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა დონალდ ტრამპისთვის, რომელიც ბრალდებებს უარჰყოფს და ამბობს, რომ გარიგებას მასსა და ზელენსკის შორის ადგილი არ ჰქონია.