არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაშლა დილის 6-ის ნახევრისთვის დაიწყო.
დაუზუსტებელი ცნობით, დაკავებულებს შორისაა ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტთან სპეცრაზმი იმყოფება, რომელიც ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
„ვფიქრობდით, რომ სპეცრაზმს გამოიყვანდნენ, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ სპეცრაზმის მოქმედებასთან ერთად. ამ დროისთვის გამზირი სპეცრაზმის მიერაა ბლოკირებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ.