პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. ვაჟა სირაძემ ელისაშვილს განუცხადა, რომ პოლიცია წესრიგს იცავს.
„ეს არის წესრიგის დაცვა, პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ? ნაცისტები და ესესელები ხომ არ ხართ, რომ ასე ექცევით ხალხს?”, – მიმართა ელისაშვილმა სირაძეს.
ელისაშვილს დაავიწყდა სააკაშვილის დროს ტყვიებს რომ უშენდნენ დაშლისას და გაზით წამლავდნენ… ხელკეტებით კი სიკვდილამდე მიყავდათ ცემით
„ეს ხელისუფლება თანდათან აჩენს მის სახეს. ღამის 5 საათზე ხალხს რატომ უნდა მიასხა წყალი? რა შეაფერხეს? მოძრაობას აფერხებდნენ, პარლამენტში შეჭრას აპირებდნენ? შეშა რატომ უნდა წაართვა ღამე ქუჩაში მდგომ ხალხს? ასეთ ხელისუფლებას დარჩენის უფლება არ აქვს.პროტესტი გაგრძელდება. 42 წლის ვხდები და პირველად მესმის ქუჩაში მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. გადადექი და გაიქეცი და გამოგეკიდები კი არა, პროპორციული არჩევნების მოთხოვნაა. საზოგადოება როგორი გაზრდილია, ალბათ ხალხი გაოგნებულია მთელ მსოფლიოში, როგორი ცივილური მოთხოვნა გვაქვს, ესენი კიდევ გამოქვაბულში არიან ჩარჩენილები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ყველა პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ყვითელი ავტობუსებითა და სამართალდამცავების მეშვეობით, ჩახერგილია ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები.