რა გამოსავალი არსებობს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალიდან გამოსახსნელად, “ნიუსფრონტმა” ექსკლუზიური ინტერვიუს ფარგლებში ჰკითხა სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოლეგ ტეზიევს.
“მე ვფიქრობ, რომ ეს ვითარება თავისით, ბუნებრივად გაიწოვება; არავის ინტერესში არ შედის ამ ვითარების გამწვავება, არც ქართველების და არც ოსების. ისე კი, ვაჟა გაფრინდაშვილის, როგორც ადამიანის, მესმის, თუმცა როგორც ექიმის – არა”, – განაცხადა “ნიუსფრონტთან” საუბარში ოლეგ ტეზიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო სახელმწიფო არხებით დაეჩქარებინა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესი, რომელიც ცხინვალის ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, რომ იგი კატეგორიულად არ აღიარებს ჩადენილ სამართალდარღვევას (ოსური ვერსიით – საზღვრის უკანონო გადაკვეთას. “ნიუსფრონტის” შენიშვნა). მაგრამ, საქართველოს ხელისუფლება ფრთხილობს, რომ არ გამოვიდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე იურე აღიარება და ამიტომ არ მიდის კონტაქტზე ცხინვალის ხელისუფლებასთან – ფიქრობს ტეზიევი.