ევროპის 2020 წ. ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მონაწილეობის ბედი 9 დეკემბერს გადაწყდება

ამერიკელების და ბრიტანელების გავლენის ქვეშ მყოფი “მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო” (WADA), ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში.

ანგლო-საქსებს რუსეთის შემცვლელიც ჰყავთ შერჩეული – შოტლანდიის ნაკრები. რუსეთმა საკვალიფიკაციო შეხვედრებში უკვე გაინაღდა ჩემპიონატზე გამოსვლა, მაგრამ დაუმტკიცებელი ბრალდებებით WADA-ს შესაბამისობის კომიტეტი ცდილობს, რუსი ფეხბურთელები ზოგადად დაადანაშაულოს დოპინგის მოხმარებაში, ვინაიდან კომიტეტი არ ენდობა რუსეთის ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოს.

ბრიტანული გაზეთი “დეილი ტელეგრაფი” იუწყება, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გაიმართება WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელიც