“კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მავთულხლართების და კედლების გავლებას!” – ო. ტეზიევი

ოლეგ ტეზიევმა, ცხინვალელი ოსების პრემიერმინისტრმა 1991 – 1993 წლებში, “ნიუსფრონტთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქართულ-ოსურ გამყოფ ხაზზე მავთულხლართების და კედლების აშენებას:

“მე საზღვრის ასეთი მოწყობის – მავთულხლართებითა და კედლით, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ამაზე უარს ამბობს, ჩვენ კი ვაშენებთ. ასე ჩვენ დავაბრკოლებთ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველების მიმოსვლას თავიანთ ნათესავებთან საქართველოში და ეს გაართულებს ვითარებას” – აღნიშნა ოლეგ ტეზიევმა.